პროპორციული საარჩევნო სისტემა

"დავიბრუნოთ ქვეყანა!" - დღეს "სირცხვილია" პარლამენტთან აქციას მართავს 

facebook.com

პარლამენტთან აქცია უკვე დაიწყო. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ახლა ერთადერთი ძალა ხალხშია და მოქალაქეებს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებენ. 

"დღეს ჩვენ ვნახეთ პარლამენტში, ბიძინა ივანიშვილის სცენარით მოწყობილი ცირკი.
ვნახეთ, როგორ ცდილობს ის ძალაუფლების ყველანაირი მეთოდით შენარჩუნებას.
არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს მოუწევდა ძალაუფლების დათმობა, რისთვისაც ის მზად არ არის! მაგრამ ჩვენ, ხალხი ვართ მზად, დავიბრუნოთ პრორუსი ოლიგარქის მიერ მიტაცებული ჩვენი ქვეყანა!
ახლა, ამ მომენტში არსებობს ერთადერთი სწორი ნაბიჯი: პარლამენტთან მისვლა და იმის დაბრუნება, რაც ჩვენ გვეკუთვნის! ძალა ხალხშია! ერთად ერთის წინააღმდეგ! ერთად ქვეყნისთვის!"- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის წევრები დღეს ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდებას აპროტესტებენ.

კომენტარები