ლარის გაცვლითი კურსი

ლარი დილიდან უფასურდება — ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარს მიუახლოვდა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ ჩააგდო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ეროვნული ვალუტამ გაუფასურება დაიწყო. 

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა. ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურდა კომერციულ ბანკებშიც. სავაჭრო დღის გახსნის მომენტში Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 2,9550 იყო ამ დროისთვის კი 2,9665-ია

TBC ბანკის გაცვლითი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2,9950 თეთრია, იგივე მაჩვენებელი საქართველოს ბანკში 2,9750 ლარია. ლარი უფასურდება როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაშიც. ერთი ევროს ღირებულება დილიდან თითქმის ერთი თეთრით გაიზარდა. 

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ახალ გაცვლით კურსს დღის ხუთ საათზე დაადგენს. მოსალოდნელია, რომ ბაზარზე არსებული დინამიკა სებ-ზეც აისახება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები