პროპორციული საარჩევნო სისტემა

პარლამენტთან საპროტესტო აქციის პარალელურად კალაძემ გლდანში პარკი გახსნა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის "სირცხვილია" პარალელურად თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში პარკი გახსნა.

"გვაქვს მართლა იმის ამბიცია, რომ ქალაქი შევცვალოთ კეთილდღეობისკენ, გავალამაზოთ, მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა," - თქვა მერმა თავის Facebook LIVE მიმართვაში.

იქამდე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე "სირცხვილია" თბილისის მერს მომიტინგეებმა შუა თითი უჩვენეს. მომიტინგეებმა ეს თბილისის მერის დღევანდელი ჟესტის საპასუხოდ გააკეთეს. 

მოგვიანებით კალაძემ განმარტა, რომ მისი ეს ჟესტი აქციის მონაწილეებისკენ მიმართული არ ყოფილა და შუა თითი თავის დაცვის თანამშრომლებს უჩვენა. 

მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები პრინციპით "ყველა მინუს ივანიშვილი" მოითხოვს პროპორციულ არჩევნებს დროებითი მთავრობის პირობებში.

კომენტარები