არჩევნები 2020

რუსთაველის გამზირზე კარვებს შლიან - აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ

ტაბულა

რუსთაველის გამზირზე კარვებს შლიან - აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. ისინი ამბობენ, რომ 24 საათის განმავლობაში პარლამენტთან იქნებიან და გზას არ გახსნიან. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე გაშლილია ექვსი კარავი.

პარლამენტთან რამდენიმე ათასი ადამიანი ითხოვს, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდამავალი მთავრობით და პროპორციული წესით. ოპოზიციური პარტიების და საზოგადოებრივი ჯგუფების შეხვედრის შემდეგ მათი სამოქმედო გეგმაა - ერთად ერთის წინააღმდეგ, ყველა მინუს ივანიშვილი.


ფოტო: ტაბულა

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, ცესკოს განახლებულ შემადგენლობას.

პარლამენტთან საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.

კომენტარები