პროპორციული საარჩევნო სისტემა

ქართული ოცნების უმრავლესობა მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემაც დატოვა

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების 8 წევრის მსგავსად, საპარლამენტო უმრავლესობა და პარტია მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ბეგაძემაც, დატოვა. 

ბეგაძის მიერ უმრავლესობის მიზეზი, თანაგუნდელების მსგავსად, ქართული ოცნების მხრიდან დაპირების არშესრულება და იმ კანონპროექტის ჩაგდებაა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები სრულად საპარლამენტო წესით უნდა ჩატარებულიყო. 

Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ბეგაძე წერს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მან სხდომაზე დასწრებაზე ვერ მოახერხა და ვერც განსაკუთრებულ რისკს ვერ ხედავდა იმისას, რომ საკითხს მისი თანაგუნდელების მხრიდან საკმარისი მხარდაჭერა არ ექნებოდა. 

"დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას," - წერს ბეგაძე. 

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო ქართული ოცნება თავდაპირველად 7-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, ირინე ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა. 

მოგვიანებით უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება მარიამ ჯაშმაც გაავრცელა

დეპუტატებმა უმრავლესობასთან ერთად, საპარლამენტო თანამდებობებიც დატოვეს, მათ შორის კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები და ვიცესპიკერის თანამდებობა. 

ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. 

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნიდან ერთერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

კომენტარები