დევიდ კრამერი

კრამერი: საქართველო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეს, რაც უფრო სამართლიანია

დევიდ კრამერი
რადიო თავისუფლება

"საქართველო უნდა დაადგეს ამ გზას, გადავიდეს პროპორციული სისტემაზე, რადგან ის იქნება უფრო სამართლიანი და შეამცირებს რისკებს, რომლებიც ერთმანდატიანი ოლქების შემთხვევაში არსებობს", - ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი თბილისში განვითარებული მოვლენებს, უმრავლესობის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩაგდებას ამერიკის ხმასთან ინტერვიუში გამოეხმაურა.

კრამერი მხარეებს შეკრებისკენ მოუწოდებს, რათა კიდევ ერთხელ უყარონ კენჭი ცვლილებებს მანამ, სანამ "ამ ყველაფერს სწორად არ გააკეთებენ".

"სხვაგვარად, პროტესტი გაგრძელება და შესაძლო შეტაკებისა და ძალადობის რისკიც გაიზრდება. ვფიქრობ, ოპოზიციას აქვს პროტესტის ლეგიტიმური მიზეზი და "ქართულმა ოცნებამ" და მისმა ლიდერმა ეს სიტუაცია უნდა გამოასწორონ", - თქვა კრამერმა.

ქართული ოცნების მიერ 24 ივნისს გაცემული პირობის არშესრულებასა და იმ კანონპროექტის ჩაგდებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქციების განახლება და ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების გაერთიანება მოჰყვა. 

ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ეს პირობა მას შემდეგ გასცა, რაც 20 ივნისის ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბია.

რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით იყო გადაკეტილი, რომელთაგან ერთერთი სწორედ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

კომენტარები