სელინ დიონი

“მის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ” - სელინ დიონმა გარდაცვლილ ქმარზე ისაუბრა

Getty Images

სელინ დიონმა CBS-ის ეთერში თავის ქმარზე რენ ანგელილზე ისაუბრა, რომელიც 2016 წელს ყელის კიბოთი გარდაიცვალა.

"ჩემი ქმრის, ჩემი მენეჯერის, ჩემი შვილების მამის, ჩემი მეგობრის დაკარგვა - მე ყოველთვის ვგრძნობ მის ვიბრაციებსა და მხარდაჭერას", - თქვა მომღერალმა.

ჟურნალისტმა კითხა სელინ დიონს რა ენატრება ყველაზე მეტად იმ პერიოდიდან, როდესაც მისი ქმარი ცოცხალი იყო.

"მისი სუნი, მისი შეხება. გზები, რომლითაც შეეძლო გავეცინებინე. როდესაც მე სცენაზე ვარ და ჩემი ფანები სახლში არიან, სასტუმროში მისვლისას ძილის წინა საუბრები აღარ მაქვს", - თქვა მომღერალმა.

მისივე თქმით, ის ღია არის ახალი ურთიერთობებისთვის, თუმცა ამავდროულად ჯერ მზად მაინც არ არის.

"მე ღია წიგნი ვარ, ღია ვარ. მზად ვარ თუ არა? არა. მოხდება ეს? არ ვიცი. თუმცა, მე არ ვარ სტრესში. მე ჩემი ცხოვრებით ისე ვერთობი, როგორც არასდროს აქამდე", - თქვა მომღერალმა.

სელინ დიონი და რენ ანგელილი 1994 წელს დაქორწინდნენ. მათ 2001 წელს პირველი შვილი გაუჩნდათ, 2010 წელს კი ტყუპები ეყოლათ.

კომენტარები