Cavea

კავეამ ScreenX-ის ფორმატით ფილმების ჩვენება დაიწყო

cbw.ge

გუშინ, კავეაში, ScreenX-ის ფორმატით ფილმების ჩვენება დაიწყო - მაყურებელმა ახალი ფორმატით პირველი ფილმი "Ferrari V Fordi" იხილა.

ScreenX-ის ფორმატი მაყურებელს საშუალებას აძლევს გაიმძაფროს და გაისამმაგოს ფილმის ყურების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები, რადგან ამ დროს ფილმის ჩვენება სამ ეკრანზე, 270 გრადუსიანი პროექციით ხდება.

ახალი ფორმატის პრემიერა გუშინ, 19:15 საათზე შედგა.

Ferrari V Fordi ჯეიმს მაგნოლდის ბიოგრაფიული დრამაა, რომელიც 1966 წელს გამართულ ლემანის 24-საათიან ავტორბოლაში ფორდისა და ფერარის დაპირისპირების ამბავს ყვება. ფილმში მთავარ როლებს კრისტიან ბეილი და მეთ დეიმონი ასრულებენ.

კომენტარები