კვენტინ ტარანტინო

კვენტინ ტარანტინომ თავის ახალ სერიალსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

Variety

Once Upon A Time In Hollywood-ის გამოსვლის შემდეგ, ბევრ ადამიანს აინტერესებს რა გეგმები აქვს კვენტინ ტარანტინოს, რადგან რეჟისორმა ერთხელ აღნიშნა, რომ მეათე ფილმის შექმნის შემდეგ კინოინდუსტრიას მიატოვებდა. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორის ბოლო პროექტის შესახებ ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი, ტარანტინომ ისაუბრა იმაზე, თუ რითი დაკავდება უახლოეს მომავალში. 

მისი თქმით, სურათის "ერთხელ ჰოლივუდში" სცენარის დაწერის შემდეგ, მან ის გადადო, რომ პიესა დაეწერა, შემდეგ კი სერიალის ხუთი ეპიზოდის შექმნას შეუდგა. ამ მომენტში, რეჟისორი მუშაობს წიგნზე, ჰოლივუდური ფილმებით იმედგაცრუებულ ადამიანზე. ტარანტინომ აღნიშნა, რომ წიგნს სამი თვის განმავლობაში დაასრულებს, შემდეგ პიესას და სერიალს მიუბრუნდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს ფიქრს ბოლო ფილმზე. 

ტარანტინო სერიალს ლეონარდო დიკაპრიოს გმირზე რიკ დალტონზე (Once Upon A Time In HollyWood) გადაიღებს. რეჟისორმა თქვა ისიც, რომ მისი ბოლო ფილმის გამოსვლამდე კიდევ ბევრი დროა დარჩენილი და რომ მან ჯერ არც იცის რაზე იქნება პროექტი. 

 

კომენტარები