ევროკავშირი-საქართველო

ევროკავშირის ელჩი ივანიშვილსა და თალაკვაძეს შეხვდა

ქართული ოცნება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ქართული ოცნების ოფისში პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის სპიკერს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.

საუბარი ეხებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მიღებულ გადაწყვეტილებასა და მიმდინარე მოვლენებს.

"დღევანდელი დღის განმავლობაში არაერთი შეხვედრა მექნება სხვადასხვა მხარეებთან, რადგანაც ახლა მნიშვნელოვანია, გამოსავალი მოიძებნოს. აქ შევხვდი პარლამენტის სპიკერსა და პარტიის თავმჯდომარეს, გავაგრძელებ შეხვედრებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან და სხვებთან, ჩემი კოლეგების ჩათვლით ევროკავშირიდან." - თქვა ჰარცელმა ჟურნალისტებთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.

როგორც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, ივანიშვილსა და თალაკვაძეს ის ცალ-ცალკე შეხვდა.

 

 

კომენტარები