ლელო

გეგელია, კუპრაძე, სმიტი - "ლელომ" 12 ახალი წევრი წარადგინა

facebook.com

საზოგადოებრივმა მოძრაობა "ლელომ" 12 ახალი წევრი წარადგინა.

ესენი არიან: 

  • გრიგოლ გეგელია
  • ირაკლი კუპრაძე
  • ჯოზეფ სმიტი
  • ეკატერინე დიასამიძე
  • ​ცოტნე ჭანტურია 
  • ქეთევან მურღულია
  • ოთარ დავითაშვილი
  • ვაჟა დარჩია
  • ირაკლი აბაშიძე
  • მარიამ ხვედელიძე
  • გიორგი მეტრეველი
  • თორნიკე ართქმელაძე

წარდგენის შემდეგ "ლელოს" წევრებმა თქვეს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველო იყოს არსებითად, თვისებრივად, რადიკალურად განსხვავებული სახელმწიფო. 

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ გუშინ ქართული ოცნების რეალური სახე, თუ როგორ გვართმევენ მომავალს, დემოკრატიას, იმედს და საშუალებას, ვმართოთ ქვეყანა. ეს ყველაფერი მალე დასრულდება, რადგან გამოჩნდა "ლელო" და "ქართულმა ოცნებამ" უკვე აჩვენა, რომ მას ეშინია ამ მოძრაობის" - განაცხადა ლელოს ერთ-ერთმა წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დაფუძნება 9 ივლისს დააანონსა, 12 სექტემბერს კი პრეზენტაცია ანაკლიაში გამართა.

კომენტარები