პროპორციული სისტემა

"გურულების მაინც არ შეგრცხვათ?" - წილოსანს ლანჩხუთში ხმაურით შეხვდნენ

publika.ge

ქართული ოცნების წევრს, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარს ნინო წილოსანს გურული ხალხი ხმაურით დახვდა. 

გუშინ, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციული სისტემის კანონპროექტი ჩააგდო. ნინო წილოსანი იყო ერთ-ერთი, რომელმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ხალხის უკმაყოფილება მისმა ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია. 

"ჩემი ამომრჩევლის დაკვეთა არის, რომ 2020 წლის არჩევნები წარიმართოს მაჟორიტარული სისტემით"- უთხრა წილოსანმა მოქალაქეებს. 

მანამდე წილოსანმა მოსახლეობას ფეისბუკ live-ით მიმართა:

"მივდივარ გურიაში, რომ შევხვდე მოსახლეობას, ჩემს ამომრჩეველს და ვესაუბრო მათ გუშინდელ დღეზე".  თუ რატომ არ დაუჭირა მხარი 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, წილოსანი ამბობს, რომ ახლა საარჩევნო სისტემის შეცვლამ შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისი შექმნას.

 

კომენტარები