თბილისის მერია

კალაძე: გავაკეთეთ ძალიან მაგარი საქმე - დედაენის და 9 მარტის ბაღები გვირაბით დავაკავშირეთ

instagram.com/kakhakaladze/

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიამ მშრალი ხიდის და ზაარბრიუკენის ხიდის სრული რეაბილიტაცია მოახდინა. ასევე, მოაწესრიგა დედაენის ბაღი და ცხრა მარტის ბაღი.

"პარალელურად, გავაკეთეთ ძალიან მაგარი საქმე, რომ ეს ორი ბაღი დავუკავშირეთ გვირაბით ერთმანეთს, რომელიც იქნება საფეხმავლო. ადრე გოგორ იყო, გვახსოვს, კიბეებიდან უნდა ამოსულიყავი ერთი ბაღიდან, გადაგეკვეთა გზა და ჩასულიყავი დედაენის ბაღში, მაგალითად, ეს აღარ იქნება უკვე და გვირაბით იქნება შესაძლებელი დაკავშირება" - ამბობს თბილისის მერი.

კომენტარები