ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისში მიკროავტობუსისა და მსუბუქი მანქანის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

მთავარი

თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.  

როგორც მთავარს 129 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლმა უთხრა, "მიცუბიშის" მარკის ავტომანქანა მას დიდი სისწრაფით შეეჯახა. მისივე ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორი მიკროავტობუსის მგზავრია, ერთი კი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები