პარლამენტის წინ კასრები და შეშა მიიტანეს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, კასრები ცეცხლის დასანთებად სჭირდებათ, რათა აქციის მონაწილეები სიცივეს უფრო ადვილად გაუმკლავდნენ.
საპროტესტო აქციები პარლამენტთან გუშინ, 14 ნოემბერს, მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.
კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.