დავიბრუნოთ ქვეყანა

რუსული მხარე თბილისში მყოფ რუს მოქალაქეებს აქციების გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებს

0 კომენტარი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების გამო რუსული მხარი საქართველოში მყოფ რუს მოქალაქეებს ურჩევს, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს. 

"ქალაქში უსაფრთხოების ნორმები იქნება მიღებული და ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ოპოზიცია აცხადებს, რომ აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება,"- წერია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია. 

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა. 

მომდევნო არჩევნებიდანვე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, 24 ივნისს გასცა. დაპირებას წინ უძღოდა გავრილოვის ღამე, რომელსაც რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღის განმავლობაში ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა, რომელთა 3 მთავარი მოთხოვნიდან ერთერთი სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება იყო. 

ქართულმა ოცნებამ თავად შეიმუშავა ცვლილებათა პროექტი, რომელიც 97 დეპუტატის ხელმოწერით წარუდგინა პარლამენტს. ჩატარდა საერთო სახალხო განხილვაც, თუმცა სესიის ფარგლებში განხილვის დაწყებამდე ორი დღით ადრე მოულოდნელად მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატები კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდნენ. მათ შორის ისინიც, ვინც ცვლილებების ინიცირებას თავდაპირველ ეტაპზე მხარი დაუჭირა. 

ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებას მასობრივ აქციებთან ერთად მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებაც მოჰყვა, რომელიც საერთო მოთხოვნებზე - გარდამავალ მთავრობასა და ვადამდელ არჩევნებზე შეჯერდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები