აქცია ქართული ოცნების ოფისთან

დეპუტატი ელენე ხოშტარია ქართული ოცნების ოფისთან პოლიციელებმა ალყაში მოაქციეს

0 კომენტარი
დეპუტატი ელენე ხოშტარია პოლიციელების ალყაში ქართული ოცნების ოფისთან ფოტო: Facebook/ ელენე ხოშტარია

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია, რამდენიმე აქტივისტთან და ხატია დეკანოიძესთან ერთად, ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე პოლიციელებმა ალყაში მოაქციეს. 

"პოლიციელები ასრულებენ უკანონო დავალებებს ბიძინა ივანიშვილის მითითებით. მათ აქვთ მითითება, რომ არ არსებობს არც აზრის გამოხატვა, არც პროტესტი, მთავარია ბიძინა ივანიშვილი დაიცვან. მაინც ვერ დაიცავენ,"- ამბობს ხოშტარია. 

ქართული ოცნების ოფისთან აქცია უმრავლესობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობს. მომიტინგეები ოფისის შესასვლელების პიკეტირებას ცდილობდნენ, რაოდენობრივად ბევრად მეტი სამართალმდაცველი კი მათ შენობის ირგვლივ გადაადგილებას უზღუდავდა. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციელები მათზე ფიზიკურად ძალადობენ. 

"პოლიციელებმა პირდაპირი დავალება მიიღეს - აწამეთ, გაჭყლიტეთ, წააქციეთ, ურტყით, აგინეთ,"- წერს აქციის ერთერთი ორგანიზატორი ნოდარ რუხაძე. 

აქციის კიდევ ერთი მონაწილე თამარ კაკაბაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ოფისთან პოლიციელები მომიტინგეებს ურტყამენ, რის შედეგადაც ოპერატორი და რამდენიმე აქტივისტი დაშავდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები