საპროტესტო აქცია

ძალადობრივი დაჯგუფება ქართული მარში პატრიოტთა ალიანსის საპროტესტო აქციას უერთდება

ძალადობრივი პროპუტინული დაჯგუფება ქართული მარში პატრიოტთა ალიანსის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს უერთდება. ამის შესახებ განცხადებას ქართული მარშმა დღეს გაავრცელა. 

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მხარს უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას. "ჩვენი სამშობლო უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. სამწუხაროდ ქართული ოცნების საპარლამენტო დეპუტაციის უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად ჩაგდებულ იქნა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტი. ყოველივე გახლავთ გაუგონარი “აფიორა” ,რომლის მსგავსსაც ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში.”

ქართული მარშში ამბობენ, რომ ხვალ 17 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ პატრიოტთა ალიანსის აქციას შეურთდებიან, ვინაიდან მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა დაიკავა ეროვნულ-პატრიოტული პოზიცია.

"ქართული მარში უერთდება პატრიოტთა ალიანსის მიერ დაგეგმილ მანიფესტაციას, რომელიც გაიმართება ხვალ 17 საათზე ე.წ. რესპუბლიკის მოედანზე, რადგან ვთვლით რომ პარლამენტში წარმოდგენილი ძალებიდან, მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა დაიკავა ეროვნული-პატრიოტული-მართალი პოზიცია და მხოლოდ მათი ქმედება პასუხობს ქართველი ერის ინტერესებს !!! ქართული მარშის ყველა წევრს და მხარდამჭერს მოვუწოდებთ, რომ შეუერთდეს პატრიოტთა ალიანსის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას."

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ ჩააგდო 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციებში მონაწილეობას იღებს თითქმის, ყველა ოპოზიციური პარტია. პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ისინი არ შეურთდებიან რუსთაველის პროტესტს და საპროტესტო აქციებს დამოუკიდებლად გამართავენ. 

კომენტარები