საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოში მცხეთა-თბილისის ეპარქიის პრობლემების განმხილველი კომისია შეიქმნა

საქართველოს საპატრიარქო

პატრიარქის ბრძანებით, 2019 წლის 11 ნოემბრიდან საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნა მცხეთა-თბილისის საეპარქიო მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც ეპარქიასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებს განიხილავს.

საპატრიარქოს ცნობით, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა 5 წევრით:

  1. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, საპატრიარქო ტახტის მოსაყრდე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
  2. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე).
  3. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.
  4. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
  5. თბილისის სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.


ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

კომენტარები