მმკ

საპატრიარქომ მმკ-ის წევრებს მღვდელმთავრების შეურაცხყოფისთვის შენიშნვა მისცა

საქართველოს საპატრიარქომ "არასწორ საქციელად" შეაფასა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ლიდერის, დეკანოზ დავით ისაკაძის და მისი მხარდამჭერების მიერ გავრცლეებული ვიდეო, რომლითაც ისინი მღვდელმთავრებს შეურაცხყოფდნენ და შენიშვნა მისცა.

"მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს და 5 ნოემბერს დეკანოზმა დავით ისაკაძემ და მისმა მხარდამჭერმა სასულიერო პირებმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) მიმართ კადნიერი კრიტიკის შემცველი ვიდეო მიმართვები გაავრცელეს, რომლის შინაარსი მმართველ მღვდელმთავართან (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან) შეთანხმებული არ იყო", - წერს საპატრიარქო.

დავით ისაკაძემ მღვდელმთავრები იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ, მისი შეფასებით, ირიბად დაუჭირეს მხარი "პეტრე ცაავას ამორალურ ქმედებას".

31 ოქტომბერს, წმიდა სინოდის სხდომაზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში"

კომენტარები