საპროტესტო აქცია პარლამენტთან

პარლამენტთან და კანცელარიასთან დილიდან პოლიციაა მობილიზებული

ტვ პირველი

საქართველოს პარალამენტის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

ტვ პირველის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შსს-ს თანამშრომლები შენობის შიდა ეზოში, ავტობუსებში არიან განლაგებული. 

შსს-ს თანამშრომლები მობილიზებულნი არიან მთავრობის კანცელარიასთანაც. მათ თან აქვთ სპეციალური აღჭურვილობა.

მასშტაბური აქცია "ყველა, მინუს ერთი, ბიძინა უნდა წავიდეს" პარლამენტთან 15:00 საათზე დაიწყება. პროტესტი მას შემდეგ განახლდა, რაც პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე უარი თქვა. 

აქციის მოთხოვნა ე.წ. "გერმანული მოდელით" ვადამდელი არჩევნებია.

საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა სახალხო პროტესტის ფონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ დადებული პირობა.

 

კომენტარები