ვაჟა გაფრინდაშვილი

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის შვილის თქმით წითელი ჯვარი მის მონახულებას ვერ ახერხებს

0 კომენტარი

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი Facebook-ზე წერს, რომ წითელი ჯვარი ცხინვალში შესვლას და ვაჟა გაფრინდაშვილის საპატიმროში მონახულებას ვერ ახერხებს:

"ჩართულია საერთაშორისო წითელი ჯვარი, რომელიც ერთადერთი ორგანიზაციაა რომელსაც შეუძლია ცხინვალის ტერიტორიაზე ოფიციალურად შევიდეს და დაკავებული პირადად მოინახულოს. ამ ორგანიზაციიდან ველოდებით სიახლეებს, მაგრამ რამდენიმე დღეა ვერ მოახერხეს შესვლა და ვაჟას მონახულება. ახლა გვინდა რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მივაწვდინოთ ხმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებას, წითელი ჯვრის მთავარ ოფისს ჟენევაში. გამოვიწვიოთ მაქსიმალური საერთაშორისო ჩართულობა რომ როგორღაც სწრაფად დასრულდეს ეს ამბავი."

მან ასევე დაწერა, რომ ცხინვალში დაკავებული და რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული ერთ-ერთი პირი მოინახულეს და ვაჟა გაფრინდაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღეს:

"გუშინ ვიყავით ერთერთი დაკავებულის ოჯახში, რომელიც ორი დღის წინ გაანთავისუფლეს. სამწუხაროდ ცხინვალის ციხიდან ოფიციალური ინფორმაციის მიღება ფაქტიურად შეუძლებელია გვიწევს ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა მეთოდით. განთავისუფლებულებმა გვითხრეს რომ ფიზიკურად კარგად ექცევიან, რა თქმა უნდა პირობები ძალიან რთულია სადაც ყავდათ იზოლატორში. მამა ნამდვილად არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და “საზღვარი” გადაკვეთა ამიტომაც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული საზღვრის განზრახ გადაკვეთის მუხლზე.
მთავრობიდან მაქსიმალურად ყველა ჩართულია და ცდილობენ სწრაფად მოგვარდეს ყველაფერი."

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე 7 დღეა, გატაცებული ჰყავთ. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ" 

როგორც "რადიო თავისუფლება" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია. ამავე წყაროს ინფორმაციით, გატაცებული ექიმისთვის პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლის მიწოდებას მონაზონის საშუალებით გეგმავენ, რომელსაც პატიმრების მონახულების უფლება აქვს.

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა 9-11 ნოემბერს ანალოგიური ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ 3 მოქალაქე: 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, 1961 წელს დაბადებული ზურაბ თუხაშვილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები