საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ნოზაძე: რას ჰქვია არ მოგვეცემა მუშაობის საშუალება? პარლამენტის ბლოკირების უფლება არ აქვთ

სიმონ ნოზაძე
საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ პარტიის ოფისის დატოვებისას ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ოფისში განხილვა არ ყოფილა:

"პარლამენტის რამდენიმე წევრი გამოვიდა და თქვენს წინაშე გააკეთა განცხადებები. მეტი არაფერი. იქ განხილვა არ ყოფილა. სულ 5-6 კაცია იქ."

მან პარლამენტის პიკერიტებაზეც გააკეთა კომენტარი:

"რას ჰქვია არ მოგვეცემა მუშაობის საშუალება. ვის აქვს უფლება? გაიხსნება ის ბოქლომები და უნდა შევიდეთ, კაცო. მომიტინგეებს და პარტიებს, რომლებიც პროტესტს აცხადებენ აქვთ თავიანთი უფლებები. მათ შეუძლიათ პროტესტის მშვიდობიანი ფორმა აირჩიონ. მათ არავითარი ბლოკირების უფლება არ აქვთ. უნდა მიეცეს საშუალება ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს, რომ ნორმალურ ვითარებაში იმუშაოს. სამართალდამცავი ორგანოები იმისთვის არსებობს, რომ მოგვეცემა ამის საშუალება. ბლოკირება არ უნდა კეთდებოდეს. კანონის დარღვევაა და კანონის დარღვევას მიეცემა თავისი რეაქცია."

შეგახსენებთ, რომ მასშტაბური საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ დღეს 15:00 საათზე განახლდა. მომიტინგეები პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ. პარტია ევროპულმა საქართველომ პარლამენტის ყველა კარი ბოქლომით დაკეტა და გასაღები ხალხს გადასცა. მათ შესასვლელთან კარვებიც გაშალეს.

მომიტინგეთა ნაწილი კი ქართული ოცნების პარტიისაკენ დაიძრა.

შეგახსენებთ, რომ პროტესტი მას შემდეგ განახლდა, რაც პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე უარი თქვა. 

აქციის მოთხოვნა ე.წ. "გერმანული მოდელით" ვადამდელი არჩევნებია.

საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა სახალხო პროტესტის ფონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ დადებული პირობა.

კომენტარები