ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 18 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

0 კომენტარი
ფოტო: Creative commons

დღეს, 18 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის, მშვიდობის და მაისურაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II, III, IIIა მიკრორაიონების და სესილი თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხეთის, ლაღიძის, ოსიპ მანდელშტამის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

12:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათის მთის, ცაიშის და ქვალონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის და მუხიანის ნაკვეთების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავშნის, ნუშის, მონადირეს, ფირცხალავას და ავალიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევსურეთის, ცოტნე დადიანის, სვანეთის, ლეჩხუმის და წმინდა მელქისედეკის I ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის, კვერნაძის, ანდრია აფაქიძის, ბერბუკის, ალმასიანის და ასლანიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები