პროპორციული სისტემა

ბოკერია: თუ დააპირებენ ბიუროს ჩატარებას, "ოცნების" დეპუტატებს შეექმნებათ დიდი დისკომფორტი

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ქართული ოცნების დეპუტატებს, პარლამენტში მისვლასას, დიდი დისკომფორტი შეექმნებათ. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ პარლამენტთან თქვა, სადაც ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა ღამე გაათენა.

"დღეს ამ პატიოსან პოლიტიკურ გვამებს უნდა ჰქონდეთ ბიუროს სხდომა. ჩვენი ამოცანაა, სანამ ეს სტატუს კვოა, რომელიც თავად ივანიშვლმა შექმნა საზოგადოების შეურაცხყოფით, მათ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ჰქონდეთ. ამიტომ მათ შეექმნებათ დიდი დისკომფორტი. დღეს თუ დააპირებენ პოლიტიკურად სამარცხვინო დაკვეთის სამარცხვინო შემსრულებლები ბიუროს ჩატარებას, ექნებათ პრობლემები აქტივისტებთან და ჩვენთან. სანამ ეს სტატუს კვოა, ამ ხალხისთვის ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ იარსებებს. ეს ყველაფერი გაგრძელდება და არ დასრულდება მანამ, სანამ საზოგადება თავის ამოცანას არ მიაღწევს" - ამბობს ბოკერია.

გუშინდელიდან ჩაკეტილია პარლამენტის ყველა შესასვლელი - აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარვები. ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები აპირებენ, არ შეუშვან დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში. კომიტეტის სხდომა 12:00-ზეა დაგეგმილი. პარლამენტის შენობაში გუშინ დილიდან მობილიზებულები არიან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები.

პარლამენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს გერმანული მოდელით, დროებით მთავრობას და ცესკოს განახლებულ შემადგენლობას ითხოვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები