ქანიე ვესტი: ყველა დროის უდიდესი ხელოვანი ახლა ღვთისმსახურებაშია

კანიე ვესტი დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე.

ცოტა ხნის წინ, ქანიე ვესტმა ახალი ალბომი Jesus Is King გამოუშვა. ალბომზე მუშაობისას ვესტი, მისი თქმით, ღმერთს ბევრად უფრო დაუახლოვდა და ჭეშმარიტი ქრისტიანივით ცხოვრება დაიწყო. 

ვესტი ტეხასის ერთ-ერთ ეკლესიაში წირვას ესწრებოდა, როდესაც თავის სულიერებაზე ისაუბრა.

"ღმერთი დიდი ხანია მიხმობს, ეშმაკი კი ცდილობდა ჩემი გზა დაბრკოლებებით დაემძიმებინა. ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდებში, უფალი ნიშნებს მიგზავნიდა, რომლებსაც ჭეშმარიტებამდე მივყავდი. ერთხელ, მენტალური ჯანმრთელობის გაუარესების დროს, ზუსტად მახსოვს, და ამის მტკიცებულაბაც არსებობს, ვიჯექი და ეკლესიას ვხატავდი."

მუსიკოსის აზრით, ის ახლა ღმერთის ერთგვარი იარაღია, რომელსაც უფალი აუცილებლად გამოიყენებს. 

"აქ ღვთისმსახურებისთვის ვარ და არც ერთი იარაღი, რომელსაც ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებენ არ იმოქმედებს. იესომ გაიმარჯვა. უკვე ვისაუბრე ჩემს ამპარტავნებაზე. ყველა დროის უდიდესი ხელოვანი ახლა ღვთისმსახურებაშია." 

კომენტარები