პარლამენტის პიკეტირება

პარლამენტში არ შეუშვეს მერაბ ქვარაია, რომელმაც პროპორციულს მხარი არ დაუჭირა

დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, რომელმაც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

"ეს მასკარადი დავასრულოთ.

ახლა მთავარია, კონსტრუქციულ რეჟიმში ვიპოვოთ გამოსავალი." - თქვა ქვარაიამ ჟურნალისტებთან შევჩენკოს ქუჩაზე.

დეპუტატს აქციის მონაწილეები მონისა და ვირთხის ძახილით შეხვდნენ. ადგილიდან გასვლაში მას სამართალდამცველები დაეხმარნენ.

ქვირაიამდე პარლამენტში არ შეუშვეს ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი, რევაზ არველაძე.

კომენტარები