უბედური შემთხვევა

ქუთაისის შემოვლით გზაზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

გვიან ღამით ქუთაისის შემოვლით გზაზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ავტობუსი, რომელშიც დაახლოებით 50 მგზავრი იმყოფებოდა, თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ცეცხლი მალე ჩააქრეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილი დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები