ნიკოლას ქეიჯი

ნიკოლას ქეიჯი ფილმში ნიკოლას ქეიჯზე ნიკოლას ქეიჯს ითამაშებს

syfy

სტუდია Lionsgate მხატვრული ფილმის The Unbearable Weight of Massive Talent, რომელიც ნიკოლას ქეიჯის შესახებ იქნება, გადაღებას გეგმავს. სურათში მთავარ როლს ნიკოლას ქეიჯი შეასრულებს. ტომ გორმიკენი პროექტის რეჟისორი იქნება.

სიუჟეტის მიხედვით, ქეიჯი მსახიობია, რომელსაც ცხოვრება ენგრევა: შვილთან ცუდი ურთიერთობა აქვს, ახალ ფილმებში მონაწილეობას არ სთავაზობენ და სერიოზული ვალები აქვს. მიუხედავად ყველაფრისა ის მაინც ცდილობს მიიღოს როლი კვენტინ ტარანტინოს ფილმში. ასევე ქეიჯს 90-იანებიდან დაბრუნებული საკუთარი თავი გამოეცხადება და გაკიცხავს უამრავ იაფფასიან ფილმში მონაწილეობისთვის. გარკვეული თანხის სანაცვლოდ ის მექსიკელ მილიონერთან, რომელიც მისი დიდი ფანია,  დაბადების დღეზე მივა, სადაც აღმოჩნდება რომ მასპინძელმა მექსიკის პრეზიდენტობის კანდიდატის შვილი მოიტაცა და ნარკობარონია. 

როგორც წყაროებისგან გახდა ცნობილი, ქეიჯმა სცენარი რეჟისორისგან მიიღო, რომელმაც მსახიობი დაარწმუნა, რომ ფილმი მისი კარიერის ქებას ემსახურება. 

 

კომენტარები