ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საია: რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება "ოცნებას"

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს განცხადებას პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ ძალას:

"საპარლამენტო კენჭისყრამ და კონსტიტუციური ცვლილებების ,,ქართული ოცნების“ მიერ ჩაგდებამ აჩვენა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ პროპორციულ საარჩევო სისტემაზე გადასვლის პირობა, ივნისის ბოლოს, პროტესტის ტალღის დაცხრობისკენ მიმართული, ცინიკური სვლა იყო. ამას საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა და პროტესტი მოჰყვა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის პარალელურად, მმართველი ძალა არც ე.წ. ,,გერმანული მოდელით“ არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს. ამით ის თავად უწყობს ხელს ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას. შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობაც სრულად მას ეკისრება."

როგორც საია-ში ამბობენ, პარლამენტის შენობის ბლოკირებას კანონმდებლობა კრძალავს, თუმცა რადგანაც წინააღმდეგობა არაძალადობრივია, ხელისუფლებამ არ უნდა შეზღუდოს პროტესტის ეს ფორმა.

"ხელისუფლების მიერ შემხვედრი ნაბიჯების არ არსებობისა და დემონსტრატნთა იგნორირების პირობებში, აქციის მონაწილეები მიმართავენ პროტესტის რადიკალურ ფორმას, პარლამენტის შენობის ბლოკირებას. კანონმდებლობა კრძალავს ამ ქმედებას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევს მას. ამის მიუხედავად, ვინაიდან, პროტესტის მონაწილეთა ეს ქცევა არაძალადობრივია და პასიური წინააღმდეგობის ფორმით გამოიხატება, საია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს არსებულ კონტექსტს და არ უნდა შეზღუდოს აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა."

საია ხელისუფლებას მოუწოდებს მწვავე ვითარება პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებით, კონსენსუსით და მშვიდობიანი გზით დაარეგულიროს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები