პროპორციული საარჩევნო სისტემა

ქართული ოცნების ოფისში პარტიის ლიდერები იკრიბებიან, ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული

0 კომენტარი
პოლიცია ქართული ოცნების ოფისთან ფოტო: ტაბულა

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერები იკრიბებიან. უცნობია, კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით იმართება შეხვედრები, თუმცა, სავარაუდოა, რომ "ოცნებაში" პარლამენტის პიკეტირების შესახებ მსჯელობენ.

ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები ქართული ოცნები ოფისთან დღეს არ გამოჩენილან.

ამ დროისთვის, საქართველოს პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. აქციის მონაწილეების ნაწილმა, პოლიტიკოსებთან ერთად, ღამე შენობასთან გაათია. მათ დღეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ მისცეს რამდენიმე დეპუტატს.

საქართველოს პარლმენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართულმა ოცნებამ 20 ივნისის აქციებზე გაცემული პირობა - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, არ შეასრულა და კანონის პროექტი ჩააგდო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები