პროპორციული სისტემა

რიჟვაძე: ჩემს 2 წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე ენმ-ს მხარდამჭერი აჭარაში

0 კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე ფოტო: Facebook/ თორნიკე რიჟვაძე • Tornike Rijvadze

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, "ჩემს ორი წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე ზოგადად ნაციონალურ მოძრაობას მხარდამჭერი აჭარაში". რიჟვაძის კომენტარს აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

"და ეს გამოჩნდა გუშინდელ აქციაზეც" - ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

"რაც შეეხება ზოგადად ამ საკითხს, სამწუხაროა, რომ ინიციატივამ, რომელსაც ქართული ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა მხარს უჭერდა, შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, მაგრამ თქვენ იცით, რომ კონსტიტუციით ვალდებულები ვართ, 2024 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩავატაროთ" - თქვა რიჟვაძემ.

საქართველოს პარლამენტთან და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მეხუთე დღეა აქციები მიმდინარეობს. აქტივისტები ითხოვენ, ე.წ გერმანული მოდელით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო და საჯაროდ დადებული პირობა დაარღვია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები