პარლამენტის პიკეტირება

ბასილაია, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, მაქარაშვილი და სხვები - პოლიციამ დემონსტრანტები დააკავა

პოლიციამ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები, ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი დააკავა. დაკავებულები არიან სხვა მოქალაქეებიც, მათ შორის, გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ადვოკატი ბექა ბასილაია.

სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის დაშლა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი.

შსს-ში ამ დრომდე არ გვეუბნებიან, რამდენი ადამიანია დაკავებული. 

აქციები პარლამენტთან მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. გუშინ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინა და დღეს დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს.

კომენტარები