პროპორციული არჩევნები

სპეცრაზმმა აქციის დაშლის შემდეგ, პარლამენტის წინ განთავსებული კარვებიც აიღო

ტაბულა

მას შემდეგ, რაც სპეციალური დანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია წყლის ჭავლით დაშალა, პარლამენტის წინ გაშლილი კარვებიც აიღო.

იქამდე, პოლიციამ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები, ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი დააკავა. დაკავებულები არიან სხვა მოქალაქეებიც.

აქციები პარლამენტთან მას შემდეგ განახლდა, რაც რამდენიმე დღის წინ, ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. გუშინ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინა და დღეს დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს.

კომენტარები