პროპორციული არჩევნები

აქციის დაშლის შემდეგ, პარლამენტში ბიუროს სხდომა დაინიშნა

სოფო მეგრელიძე

მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაშალა, პარლამენტში ბიუროს სხდომა დაინიშნა. დეპუტატები პარლამენტში ჟურნალისტების გარეშე შევლენ და სხდომა Live stream-ით გადმოიცემა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმების ალყაშია. მიტინგის დაშლის პროცესში პოლიციამ ორგანიზატორები და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

აქციები პარლამენტთან მას შემდეგ განახლდა, რაც რამდენიმე დღის წინ, ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. გუშინ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინა და დღეს დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს. 

კომენტარები