აქციის დაშლა

ზურა ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ტვ.პირველი

გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე, რომელიც დღეს, 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს დააკავეს, რამდენიმე წუთის წინ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

როგორ ჯაფარიძემ ტვ. პირველთან საუბარში თქვა, მასთან ერთად მინიმუმ 10 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

"ჩემი დაკავების ფორმალური საფუძველი არის ხულიგნობა და დაუმორჩილებლობა. ერთნაირ მუხლებს მიყენებენ სულ, როცა მაკავებენ. აქ ჩემთან ერთად იყვენ დაკავებულები ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი. ასევე გირჩიდან იმედა კლდიაშვილი. ასევე იყო ადვოკატი ბექა ბასილაია. ჩემთან ერთად იყო მინიმუმ 10 ადამიანი"- თქვა ჯაფარიძემ. 

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის წინ საპროტესტო დემონსტრაციაზე სულ 18 ადამიანია დაკავებული. პროტესტის მონაწილეების ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა მეტია.

კომენტარები