IRI

რომელი პარტიების ხილვას ისურვებდა მოსახლეობა მმართველ კოალიციაში IRI-ის კვლევის მიხედვით

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

19 ნოემბერს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოქვეყნა.

კითხვაზე, თუ რომელი პარტიის ხილვას ისურვებდნენ მმართველ კოალიციაში, თუ 2020 წელს არჩევნების შემდეგ უმრავლესობის შესაქმნელად კოალიციის შექმნა გახდებოდა საჭირო, პასუხები ასე გადანაწილდა (რესპონდენტებისთვის დასაშვები იყო სამი პასუხი):

ევროპული საქართველო - 28%

ენმ - 25%

ქართული ოცნება - 24%

პატრიოტთა ალიანსი - 14%

დემოკრატიული მოძრაობა - 13%

ლეიბორისტული პარტია - 13%

ლელო - 12%

სამოქალაქო მოძრაობა - 11%

შენების მოძრაობა - 11%

გირჩი - 4%

კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, IRI-იმ დღეს, 19 ნოემბერს, გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. საველე სამუშაოები 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. ცდომილების სავარაუდო ზღვარი +- 2.5%-ია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები