IRI

IRI: მოსახლეობის 68% ამბობს, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ ძალაუფლებას გადაამეტა

ტბელ აბუსერიძე

IRI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 68% ფიქრობს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას დემონსტრანტებთან სახელმწიფომ ძალაუფლებას გადაამეტა ან ძალა გადაჭარბებით გამოიყენა.

საპირისპიროს მოსახლეობის მხოლოდ 20% ამბობს.

კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, IRI-იმ 19 ნოემბერს გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. საველე სამუშაოები 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. ცდომილების სავარაუდო ზღვარი +- 2.5%-ია.

 

 

კომენტარები