საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

IRI-ის კვლევით, ინსტიტუციების რეიტინგში საქართველოს ეკლესია პირველ ადგილზე აღარ არის

wp

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, "როგორ მოგწონთ ეკლესიის მუშაობა", დადებითად გამოკითხულთა 85% პასუხობს. აპრილში ეს მაჩვენებელი 89% იყო და მოსახლეობა ყველაზე დადებითად სწორედ ამ ინსტიტუციის საქმიანობას აფასებდა.

ახლა ყველაზე მეტად გამოკითხულებს ჯარის საქმიანობა მოსწონთ (86%). 

კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა (ანუ მეუფე იაკობის და მეუფე პეტრეს განცხადებებამდე), IRI-იმ 19 ნოემბერს გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. საველე სამუშაოები 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. ცდომილების სავარაუდო ზღვარი +- 2.5%-ია.

კომენტარები