ხანძარი აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კვირაზე მეტია, ტყეები იწვის, ცეცხლი 11 ათას ჰექტარს უკიდია

ოკუპირებულ აფხაზეთში კვირაზე მეტია, ტყეები იწვის, ცეცხლი 11 ათას ჰექტარს უკიდია

ცეცხლის კერები სოხუმში, გაგრასა და გულირიფშშია.

ხანძრის ჩასაქრობად რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თვითმფრინავები და ვერტმფრენები გაგზავნა - Бе-200, რომელსაც ერთ ჯერზე 12 ტონა წყლის ტარება შეუძლია და Ми-8, რომელიც 10 ტონა წყალს ზიდავს. მათ 40-ზე მეტჯერ გადაუფრინეს ხანძრის კერებს.

აფხაზეთის მთებში, სოხუმის უღელტეხილზე ცეცხლი 10 ნოემბერს გაჩნდა. იშვიათად მაღალი ტემპერატურის გამო ცეცხლი 10 ჰექტარზე გავრცელდა.

სინოპტიკოსები უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმას არ ვარაუდობენ.

კომენტარები