ქართული კინო

არასის კინოფესტივალზე, ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის უტა ბერიას პროექტი დააფინანსეს

0 კომენტარი
ფოტო: GNFC

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, უტა ბერიას,  მომავალი ფილმის "სიყვარული აქციის დროს" პროექტმა დაფინანსება საფრანგეთში, არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მოიპოვა. 

არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ინდუსტრიულმა პლატფორმამ Arras Days ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს უმასპინძლა, სადაც ისინი ფილმის პროექტებს წარადგენდნენ. უტა ბერიამ კი მთავარი ჯილდო, 7,500 ევროს ოდენობით მოიგო.

ამავე ფესტივალზე გაიმართა, რეჟისორის ფილმის "უარყოფითი რიცხვების" მსოფლიო პრემიერა. ქართველი მაყურებლისთვის, ამ სურათის ნახვა, თბილისის საერთაშორისო  კინოფესტივალზე იქნება შესაძლებელი.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები