ბიძინა ივანიშვილი

Washington Examiner: ივანიშვილი გვაჩვენებდა, თითქოს დასავლეთს აფასებდა, დღეს პუტინის ლაქიაა

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

ამერიკულ გამოცემა Washinton Examiner-ში გამოქვეყნდა წერილი სათაურით "გაიცანით ბიძინა ივანიშვილი, პუტინის მიმბაძველი ქართველი".

სტატიის ავტორი, ტომ როგანი, ამბობს, რომ დასავლური ღირებულებების დაცვით ხელისუფლებაში მოსული ივანიშვილი დღეს უკვე პუტინის ლაქიადაა ქცეული:

"იშოვა რა ფული საბჭოთა კავშირის ჩამონგრევის შემდეგ უპატრონოდ დარჩენილი საბჭოთა ინდუსტრიების ხელში ჩაგდებით, ივანიშვილი წმინდად პუტინისებრი ოლიგარქია. და როდესაც ხელისუფლებაში მოსვლისას თავს გვაჩვენებდა, თითქოს აფასებდა დასავლურ კავშირებს, დღეს ის პუტინის შემდგარი ლაქიაა. დროს იმაში ატარებს, რომ ამერიკულ და ევროპულ საინვესტიციო პროექტებს კლავს და კრემლისადმი აბსურდულ მოწიწებას იჩენს. ივანიშვილმა თავისი ნამდვილი სახე მაშინ აჩვენა და მასობრივი პროტესტი გამოიწვია, როცა ზაფხულში ულტრა-ნაციონალისტ რუს პოლიტიკოსს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდომის უფლება მისცა."

ავტორი აგრეთვე წერს, რომ პროპორციულ საარჩვენო სისტემაზე უარის თქმით, ივანიშვილმა საქართველო უკან დახია დასავლურ ინტეგრაციას, კეთილდღეობასა და დემოკრატიულ მისწრაფებებს.

წერილის ბოლოს ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ "ქართველი ხალხი გაიმარჯვებს პუტინის მიმბაძველზე".

კომენტარები