საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც დადებითი მაჩვენებლით ევროპული საქართველოს დეპუტატი დავით ბაქრაძე კვლავ ლიდერობს.
დავით ბაქრაძეს დადებითად მოსახლეობის 57% ასახელებს, უარყოფითად - 36%.
ამასთან, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 55% მიიჩნევს, რომ ბაქრაძე კომპეტენტურია, 15% საპირისპიროს თვლის, ხოლო 22%-ის აზრით, ბაქრაძე არც კომპეტენტურია და არც არაკომპეტენტური.
კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, IRI-იმ 19 ნოემბერს გამოაქვეყნა.
კვლევის ფარგლებში 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. საველე სამუშაოები 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. ცდომილების სავარაუდო ზღვარი +- 2.5%-ია.