აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში, ტოდ ფილიპსის ფილმის "Joker", რომელშიც მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს, ჩვენება მოაწყო.
16 ნოემბერს, შაბათს, აშშ-ს პრეზიდენტი სურათს, რომელშიც არტურ ფლეკი სოციოპათი მკვლელი და DC-ის სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედი ხდება, გაეცნო და მოეწონა.
ტრამპს თეთრ სახლში სპეციალურად სახლის კინოთეატრად გადაწყობილი ოთახი აქვს, რომელშიც ჩვენება გაიმართა. ასევე პრეზიდენტს აქვს პრივილეგია, ნახოს ფილმები მათ ოფიციალურ პრემიერამდე.