IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობის 21% მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიღწევა არაფერია, 36%-ს პასუხი არ აქვს

ქართული ოცნება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალ კვლევაში, მოსახლეობას ჰკითხეს, რა არის საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ყველაზე დიდი მიღწევა. გამოკითხულ პირებს შეკითხვაზე მხოლოდ ერთი, სპონტანური პასუხის გაცემა შეეძელოთ. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 36%-მა არ იცის, ან არ აქვს პასუხი, რა არის მოქმედი ხელისუფლების მთავარი მიღწევა, ხოლო 21% პასუხობს, რომ "არაფერი". 

მოსახლეობის 13% მოქმედი ხელისუფლების მთავარ მიღწევად ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს, 4-4% ინფრასტრუქტურას, არაძალადობრიობას, განათლებასა და ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას, 3-3% გზების გაუმჯობესებას, სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიას, 2-2% პენსიების გაზრდასა და სხვა მიზეზებს, 1-1% კი ვალების ჩამოწერასა და ენმ-ის წევრების პოლიტიკიდან გაშვებას. 

ხოლო, კითხვაზე, რა არის ხელისუფლების ყველაზე დიდი ჩავარდნა, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 12% დაპირებების არშესრულებას ასახელებს, 8% ლარის გაუფასურებას, 7% 20 ივნისის მოვლენებს, 6% ეკონომიკურ კრიზისს, 5% მცოცავ ოკუპაციას, 4-4% უმუშევრობას, სიღარიბესა და კოაბიტაციას, 3-3% ხალხზე არზრუნვას, ნდობის დაკარგვასა და ფასების ზრდას, 1-1% გავრილოვის ვიზიტს, რუსეთთან ურთიერთობების ვერდალაგებას, უსამართლობასა და საკადრო პოლიტიკას. 2% ამბობს, რომ მოქმედ ხელისუფლებას არსად ჰქონია ჩავარდნა, 7% სხვა მიზეზებს ასახელებს, ხოლო 28%-ს არ აქვს პასუხი. 

კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, IRI-იმ 19 ნოემბერს გამოაქვეყნა.

კვლევის ფარგლებში 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. საველე სამუშაოები 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. ცდომილების სავარაუდო ზღვარი +- 2.5%-ია.

კომენტარები