ათონელის რეზიდენცია

პრეზიდენტის რეზიდენციისთვის რუსული ჭაღის შესაძენად $59 ათასი დაიხარაჯა

პრეზიდენტის პრესსამსახური

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა კვლევა ბიუჯეტის სარეზერვო ხარჯებით პრეზიდენტის რეზიდენციისთვის შეძენილი ანტიკვარული ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების შესახებ.

კვლევიდან ირკვევა, რომ ყველაზე ძვირადღირებული აქსესუარი 59 ათას დოლარიანი მე-19 საუკუნის რუსული ჭაღი.

ჯამში რეზიდენციისთვის მხოლოდ ჭაღების შესაძენად 133 ათას დოლარზე, შესაბამისად, 391 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

ათონელის რეზიდენციის ანტიკვარიატით მოსაწყობად ბიუჯეტიდან სულ 2 174 783 ლარი დაიხარჯა.

აქედან, 1 199 558 ლარი დაიხარჯა ანტიკვარული ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების შეძენაზე, 255 000 ლარი ანტიკვარიატის რესტავრაციაზე, ხოლო 720 225 ლარი თანამედროვე ავეჯისა და აქსესუარების შეძენაზე.

კომენტარები