აქციის დაშლა

"ქვეყნის სამსახურში"! - მაქარაშვილის პასუხი მოსამართლის კითხვაზე სამუშაო ადგილის შესახებ

0 კომენტარი

"ქვეყნის სამსახურში"!- ასე უპასუხა საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა, მოსამართლის კითხვაზე სამუშაო ადგილთან დაკავშირებით. 

საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერის აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. 

საქმეს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი განიხილავს.  

აქციის დაშლისას დაკავებულთა ადვოკატები პროცესის გადადებას ითხოვდნენ. ადვოკატ გიგა ონიანის თქმით, მათ ვერ მოასწრეს 37-ვე დაკავებული პირის დაკითხვა და მტკიცებულებების შეგროვება, შესაბამისად, სასამართლო პროცესი უნდა გადაიდოს. 

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლებით, 37 დემონსტრანტი დააკავეს. 

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები