საქართველოს პარლამენტი

რომან გოცირიძემ პარლამენტში პლენარული სხდომის დარბაზს ბოქლომი დაადო

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, პარლამენტში პლენარული სხდომის დარბაზს ბოქლომი დაადო.

"გუშინ მშვიდობიანი პიკეტის ძალადობრივად დაშლის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ სამარცხვინო განცხადება გააკეთა და მოაყოლა სამარცხვინო პერფომანსი - პარლამენტის კარებიდან მოხსნილი ბოქლომი აჩვენა საზოგადოებას... როგორც არ უნდა გამოიყენონ ძალა, ეს პარლამენტი არის ბოქლომდადებული. აქ სხდომა არ გაიმართება", - ამბობს გოცირიძე.

მისივე თქმით, ნაციონაური მოძრაობა პლენარული სხდომის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს.

რომან გოცირიძის პერფომანსიდან რამდენიმე წუთში პარლამენტის შესაბამისმა სამსახურმა პლენარული სხდომების დარბაზის კარიდან ბოქლომი მოხსნა.

ფოტო: მთავარი არხი

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების 40-მა დეპუტატმა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, პარლამენტთან საპროტესტო აქციები განახლდა. ოპოზიციამ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინა. 18 ნოემბერს ხელისუფლებამ დემონსტრანტები სპეცრაზმის გამოყენებით დაშლა.

აქტივისტების დაშლის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაატარა. მას ხელში ის ჯაჭვი და ბოქლომი ეჭირა, რომლითაც დემონსტრანტებმა პარლამენტის შესასვლელი კარების ბლოკირება მოახდინეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები