გია ვოლსკი

ვოლსკი მთავარი არხის ჟურნალისტს: არ ხართ ტელევიზია, ეგ არის ხეპრე ადამიანების თავყრილობა

ტაბულა

თქვენ არ ხართ ტელევიზია, ეგ არის ხეპრე ადამიანების თავყრილობა - ასე მიმართა უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ მთავარი არხის თანამშრომლებს. მისი თქმით, არხის ხელმძღვანელები "ვერ არჩევენ რას ნიშნავს მედია, რას ნიშნავს პარტიული ქვედანაყოფი და რას ნიშნავს ნორმალური, ადამიანური საუბარი". 

"თქვენ ჟურნალისტი არ ხართ, თქვენ პირადად ხართ, მაგრამ თქვენი დაწესებულება არ არის ჟურნალისტების ადგილი. ყველა პატიოსანი ჟურნალისტი, ვისაც თავმოყვარეობა აქვს, იმ განცხადებების მერე, რაც თქვენმა ხელმძღვანელობამ გააკეთა, გარკვეულ პოზიციას უნდა გამოხატავდეს"- ამბობს გია ვოლსკი. 

გია ვოლსკის გაღიზიანება მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას facebook პოსტს მოჰყვა, რომელიც მან, 18 ნოემბერს, აქციის დაშლის შემდეგ ბიუროს სხდომის დაწყების შემდეგ დაწერა. 

..........

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების 40-მა დეპუტატმა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, პარლამენტთან საპროტესტო აქციები განახლდა. ოპოზიციამ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინა. /18 ნოემბერს ხელისუფლებამ დემონსტრანტები სპეცრაზმის გამოყენებით დაშლა.

აქტივისტების დაშლის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაატარა. მას ხელში ის ჯაჭვი და ბოქლომი ეჭირა, რომლითაც დემონსტრანტებმა პარლამენტის შესასვლელი კარების ბლოკირება მოახდინეს.

კომენტარები