IRI-ის კვლევა

თალაკვაძე IRI-ზე: გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება შედეგების გამოქვეყნება აქციის მეორე დღეს

0 კომენტარი
არჩილ თალაკვაძე ფოტო: ტაბულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, "რა მიზანს ემსახურება" საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის გამოქვეყნება "დემონსტრაციის მეორე დღეს".

არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ კვლევის გამოქვეყნება უფრო სასარგებლო იქნებოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროექტის პარლამენტში კენჭისყრამდე.

"ჩემთვის ცოტა გაუგებარი რჩება რას ნიშნავს და რა მიზანს ემსახურება ამ შედეგების გამოქვეყნება დემონსტრაციის მეორე დღეს. მე ვფიქრობ, გაცილებით სასარგებლო იქნებოდა IRI-ის გამოექვეყნებინა ეს შედეგები კენჭისყრამდე, პოლიტიკური კონსულტაციების დროს, ვინაიდან აქ არის საზოგადოება გამოკითხული არჩევნების მოდელთან დაკავშირებითაც და ალბათ ეს შედეგები უფრო მეტად წაადგებოდა გადაწყვეტილების მიღებამდე პოლიტიკურ პროცესს. ეს კითხვები ჩემს კოლეგებს აქვთ", - ამბობს თალაკვაძე.

​IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 68%-ს პროპორციულის შესახებ სმენია, მათგან 78% მხარს უჭერს. გარდა ამისა, ამავე კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, ქართულ ოცნებას ხმას 23% მისცემდა, ოპოზიციურ პარტიებს კი - ჯამურად 41%. ასევე, გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება (68%). ამავე კვლევის მიხედვით, ინსტიტუციების რეიტინგში საქართველოს ეკლესია პირველ ადგილზე აღარ არის და ის ჯარმა ჩაანაცვლა.

რაც შეეხება პოლიტიკოსების რეიტინგებს, ბიძინა ივანიშვილს დადებითად 32% აფასებს, ნეგატიურად - 57%. პოლიტიკოსებსა და საჯარო ფიგურებს შორის ყველაზე მაღალი ნეგატიური რეიტინგი (70%) პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აქვს. მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერს - დავით ბაქრაძეს აქვს (57%). მოწონების ათეულში 7 ადამიანი ოპოზიციიდანაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები